ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის
სოფელ გუთურის საჯარო სკოლა
პროექტი
,,აჩუქეთ ქაღალდს ახალი
სიცოცხლე“
პრობლემის განსაზღვრა:
მეორადი ქაღალდების განადგურება, ახალი ქაღალდის
დასამზადებლად კი იჭრება ხეები და ნადგურდება ბუნება, დედამიწის მწვანე საფარი ეკოლოგიური
პრობლემის წინაშე დგება, მაკულატურის შეგროვება საშუალებას იძლევა, დავზოგოთ მერქნის
ნედლეული. 1 ტონა მაკულატურის გამოყენებით დაიზოგება 4 კუბური მეტრი მერქანი.
მიზანი:
პროექტის მიზანია მოსწავლეების, მშობლების და
რაიონის თემის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება არსებული ეკოლოგიური პრობლემის
მოგვარების მიზნით, ხელი შეუწყონ მაკულატურის შეგროვება-რეალიზაციას.
ამოცანები:
არსებულ
დაწესებულებებში მომსახურე პერსონალის ჩართულობა აღნიშნულ პროექტში.
გადაჭრის გზები:
სსიპ. ჩოხატაურის საჯარო სკოლის VI – VII კლასის მოწავლეების მოხალისეთა ჯგუფი, წარმოადგენენ
თემთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან შეხვედრა-პრეზენტაციას
თემაზე ,,აჩუქეთ ქაღალდს ახალი სიცოცხლე“, ისაუბრებენ მაკულატურის შეგროვების, მისი
რეალიზაციის მნიშვნელობაზე, რაიონში მოაწყობენ აქციას თემაზე: დედამიწაზე გლობალურ
პრობლემებთან დაკავშირებით, 15 ობიექტში დადგამენ ყუთებს, გააკრავენ პლაკატებს შესაბამისი
ლოგოთი და თითოეულ ობიექტში აირჩევენ მოხალისეს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი, ყუთის
გავსების შემთხვევაში დაუკავშირდეს სკოლის მოხალისეთა ჯგუფის წევრს.
კვირაში ერთხელ მოხალისეთა ჯგუფი ზემოთხსენებულ
ობიექტებიდან შეგროვილ მაკულატურას მიიტანენ ე.წ. შტაბში, რომელიც განთავსებულია სკოლის შენობაში, სადაც მოხდება მათი
დახარისხება, დალაგება, შეკვრა და პოლიეთილენის პარკებში მოთავსება. თვეში ერთხელ კი
ტრანსპორტირება ქ. ბათუმში (აღმაშენებლის 52.), მიღებული ნერგებით (1კგ. მაკულატურა
1 ნერგი.) აირჩევა მხატვრული ან შემეცნებითი
ლიტ., რომელიც გათვალისწინებული იქნება ობიექტზე მოხალისე პასუხისმგებელ პირთათვის,
მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით, ასევე პროექტის დასასრულს წარჩინებული მოსწავლეები
დაჯილდოვდებიან ამავე პროექტის ფარგლრებში შეძენილი ლიტერატურით.
მონიტორინგი და
შეფასება:
ობიექტების მონიტორინგი.
რისკფაქტორი:
პროექტის მიერ შერჩეულ ზოგიერთ ობიექტში, შეიძლება
არ მოხდეს საჭირო რაოდენობის მაკულატურის შეგროვება განსაზღვრულ ვადაში.
შეფასება:
პროექტის საშუალებით თემი, მოსწავლეები და
მშობლები გაიგებენ ინფორმაციას მაკულატურის შეგროვების აუცილებლობაზე და საჭიროებაზე,
მის მრავალჯერადად გამოყენებაზე. შეძენილი ყუთები უზრუნველყოფს პროექტის სიცოცხლის
უნარიანობას მისი დასრულების შემდეგ. მონაწილე მოხალისეთა ჯგუფის მომავალი კლასელებით ჩანაცვლებას. პროექტი მიიღებს სისტემატიურ
ხასიათს.
პროექტის ხელმძღვანელი: სოფიო ხიჯაკაძე
ტელ: 599 01 14 82
sofiokhijakadze@gmail.com
2018 წელი